geo_flag eng_flag rus_flag

ძარცვა: უკრაინაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
- +

22 დეკემბერი. 2016. 14:46

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ხერსონის ოლქში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.

სააგენტოების ცნობით, 20 დეკემბერს, ორი საათის განმავლობაში 25-დან 30 წლამდე ასაკის  საქართველოს მოქალაქეებმა სამი ბინა გაძარცვეს. მათ ფული, ოქროს სამკაულები, მობილური ტელეფონები და პლანშეტები მოიპარეს.

ქართველები  სპეცოპერაციის დროს დააკავეს,  ისინი მიმალვას ცდილობდნენ. მათ  უკრაინაში 2017 წლამდე ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ხერსონში დეკემბრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ, სადაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.




 

წყარო : wyaro
არქივი