geo_flag eng_flag rus_flag

თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
- +

20 დეკემბერი. 2016. 00:05


სააგენტო Reuters-ი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.  ერდოღანმა პუტინს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგა დაურეკა. მან პუტინს მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია პირადად მიაწოდა.


შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.



 

არქივი