geo_flag eng_flag rus_flag

შოტლანდიაში მანქანაში ბავშვების თანდასწრებით მოწევა აიკრძალა
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:16



შოტლანდიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც მანქნაში არასრულწლოვნების ყოფნის შემთხვევაში, მოწევას კრძალავს.

შოტლანდიის პარლამენტმა აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ 2015 წელს დაამტკიცა. მისი მიზანია ბავშვების პასიური მწეველობისგან დაცვა. აკრძალვის დამრღვევს 1,2 ათას დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

როგორც შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აილინ კემპბელმა განმარტა, სიგარეტის ბოლი მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ისინი ზრდასრულებზე ორჯერ სწრაფად სუნთქავენ.

ინგლისსა და უელსში მანქანაში მოწევა არასრულწლოვნების თანდასწრებით 2015 წლიდანაა აკრძალული.


 

წყარო : wyaro
არქივი