geo_flag eng_flag rus_flag

ფინეთში ერთ-ერთი ქალაქის მერისა და ორი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
- +

5 დეკემბერი. 2016. 14:18



ფინეთში ერთ-ერთი ქალაქის მერი და ჟურნალისტები მოკლეს. მკვლელობა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ იმატრაში მოხდა.

პოლიციის ცნობით, ცხდრები ერთ-ერთ რესტორანთან აღმოაჩინეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი მსხვერპლი ქალაქის მერი ტინა ვილა-იაპინენია, დანარჩენი ორი კი რეპორტიორები, რომლებიც მანამდე პოლიტიკოსს რესტორანში შეხვდნენ.

პოლიცია მკვლელობის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. უკვე დააკავეს ეჭვიტანილიც. ის 23 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო. გავრცელებული ცნობებით, მამაკაცი პოლიციას დანაშაულის ადგილას დახვდა, მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ქალაქი იმატრა რუსეთის საზღვრიდან 7კილომეტრში მდებარეობს. მკვლელობის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ დაღუპულები რუსი ჟურნალისტები იყვნენ, თუმცა პოლიციამ ეს ცნობები უარყო.



 

წყარო : wyaro
არქივი