geo_flag eng_flag rus_flag

ვლადიმირ პუტინი: რუსეთის მოქალაქეობის მიღება მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს
- +

3 დეკემბერი. 2016. 14:34

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კულტურის და ხელოვნების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა უნდა გამარტივდეს. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ეხებათ.



„მე არაერთხელ გამიმახვილებია მთავრობის წევრთა ყურადღება იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების საკითხები, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკების მოქალაქეების მიერ, მაქსიმალურად უნდა იყოს გამარტივებული", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანია, ვინც ქვეყანაში არალეგალურად ან ნახევრად ლეგალურად იმყოფება.

 

 

 

 

არქივი