geo_flag eng_flag rus_flag

რომის პაპი: არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე
- +

2 დეკემბერი. 2016. 16:36

 

 

რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო, რომელიც რომში იმყოფებოდა. დელეგაციამ რომის პაპს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.



პაპმა ფრანცისკემ დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბევრი მოგონებები გაახსენა.



„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

 


რომის პაპმა აღნიშნა, რომ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.



„მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი", - განაცხადა რომის პაპმა.

 

 

 

არქივი