geo_flag eng_flag rus_flag

სომხეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა
- +

18 ნოემბერი. 2016. 11:42

 

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, ის აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრისას ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი" იუწყება.


„ჩვენ ვაღიარებთ ყველა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ხალხთა თვითგამორკვევა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არ ეწინააღმდეგება", - განაცხადა სარგსიანმა.


მან ასევე გაიხსენა, რომ ბაქომ და ერევანმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა რამდენჯერმე სცადეს.

 

„ამ დოკუმენტში პირველ პუნქტად ეწერა, რომ მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსი მისი მოსახლეობის ნების შესაბამისად გადაწყდება. სწორედ ეს იყო თვითგამორკვევის მაჩვენებელი. თუმცა ყველა ჯერზე აზერბაიჯანული მხარე ახალ პირობებს გვიყენებდა", - განაცხადა სარგსიანმა.


მისივე თქმით, აპრილის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ მხარეებს შორის დღეს „ნულოვანი ნდობაა".

არქივი