geo_flag eng_flag rus_flag

დონალდ ტრამპი: ჯერ პრეზიდენტიც კი არ ვარ და უკვე ვქმნი სამუშაო ადგილებს
- +

17 ნოემბერი. 2016. 21:13

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხალხს ფულს უხდიან მისი საქმიანობის გასაპროტესტებლად.  ტრამპმა აღნიშნულ საკითხზე დასძინა, რომ  ჯერ პრეზიდენტიც კი არაა და უკვე ვქმნის სამუშაო ადგილებს.

 

„ხალხს ფულს უხდიან იმისთვის, რომ გააპროტესტონ ჩემი მოღვაწეობა. მე ჯერ პრეზიდენტიც კი არ ვარ და უკვე ვქმნი სამუშაო ადგილებს",- განაცხადა ტრამპმა.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაქ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

 

 

 

არქივი