geo_flag eng_flag rus_flag

ტაილანდელი მამაკაცი კობრაზე დაქორწინდა – მას ის თავისი გარდაცვლილი შეყვარებული ჰგონია
- +

16 ნოემბერი. 2016. 16:42

 

ტაილანდელი მამაკაცი 3-მეტრიან კობრაზე დაქორწინდა, რადგან თვლის, რომ მასში მისი გარდაცვლილი შეყვარებულის რეინკარნირებული სული ჩასახლდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “Daily Mail”იუწყება. გამოცემის ცნობით, მამაკაცი ბუდიზმის მიმდევარია და სულის გარდასხვის სჯერა. მისი რწმენით, ადამიანის სულს შეუძლია გადასახლდეს ცხოველის სხეულში და დარწმუნებულია, რომ მისი 5 წლის წინ გარდაცვლილი შეყვარებული სწორედ ამ კობრას სხეულშია ჩასახლებული, რადგან იგი “საოცრად ჰგავს” გოგონას. “ეს სიყვარულია, – მოჰყავს გამოცემას მამაკაცის მეგობრის სიტყვები, – მას ის დაჰყავს ყველგან, სადაც მიდის, სძინავს მასთან ერთად”. გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი საღამოებს ტელევიზორთან კობრასთან ერთად ატარებს, უწყობს რომანტიკულ პიკნიკებს ბუნებაში, მასთან ერთად დადის სპორტულ დარბაზებში. .აღსანიშნავია, რომ ტაილანდელი მამაკაცი საშიშროების შესახებ ყველა გაფრთხილებას იგნორირებას უკეთებს და 3-მეტრიან გველთან ერთად ცხოვრებას განაგრძობს.

 

 


 

წყარო: http://plus.kvira.ge

 

 

 

 

არქივი