geo_flag eng_flag rus_flag

ოდესაში მიხეილ სააკაშვილს ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ
- +

12 ნოემბერი. 2016. 18:08

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული. აღნიშნული განცხადება ოდესის ქალაქის საბჭოს დეპუტატმა ვლადიმერ ვარეშჩენკომ გააკეთა. 


ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში დეპუტატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს „საბაჟო იარაღის კონტრაბანდისა და ნარკოვაჭრობისთვის სჭირდებოდა". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „პროფესიონალი თაღლითი, ავანტიურისტი და მოღალატეა".


ვლადიმერ ვარეშჩენკოს შეფასებით, სააკაშვილის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომით, „ოდესაში ერთით ნაკლები კანონიერი ქურდია".


მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელზეც სამშობლოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 4 მუხლით, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, „უმაღლეს რადაში შეღწევას შეეცდება, რათა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს კონკურენტი გახდეს, შემდგომ კი მთლიანად უკრაინას უხელმძღვანელოს. მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება სურს".


თავად მიხეილ სააკაშვილი უარყოფს ბრალდებებს და ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად უკრაინაში არსებულ კორუფციას ასახელებს. სააკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება უკრაინაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ.







 

წყარო : wyaro
არქივი