geo_flag eng_flag rus_flag

უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარი დაუჭირა
- +

9 ნოემბერი. 2016. 16:43

 

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ერთ-ერთ მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თხოვნა უკრაინის მთავრობამ საკადრო საკითხების განხილვისას დააკმაყოფილა. 

 

მთავრობის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნება. 

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. 

 

 

 

წყარო : wyaro
არქივი