geo_flag eng_flag rus_flag

ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის საკვანძო შტატებში დონალდ ტრამპი ლიდერობს
- +

9 ნოემბერი. 2016. 10:46


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.


ბიულეტენების 99 %-ის დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ტრამპი იმარჯვებს ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში საკვანძო მნიშვნელობა აქვს.


ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჩრდილოეთ კაროლინას შტატშიც, რაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 15 ხმას უზრუნველყოფს.



პრეზიდენტობის „დემოკრატი" კანდიდატი ჰილარი კლინტონი, ბოლო მონაცემებით, იმარჯვებს კალიფორნიასა და ჰავაიში.


 

არქივი