geo_flag eng_flag rus_flag

უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს -+
- +

7 ნოემბერი. 2016. 19:47


უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი პეტროპოროშენკო მიხეილ სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს.


 

„თუ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის წარდგენას შემოიტანს, პრეზიდენტისააკაშვილის გადადგომას მოაწერს ხელს. ამასთან, მოხდება მისი გადაყენებისთვისარსებული რეალური საფუძვლის გაანალიზება", - განაცხადა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში.


მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.


 

არქივი