geo_flag eng_flag rus_flag

60 წელს გადაცილებული ამერიკელების 35 % ჭარბწონიანია
- +

4 აგვისტო. 2016. 17:54



სიმსუქნე ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ამერიკის ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის მორიგი ბლოგი სწორედ ამ პრობლემას ეხება.


ირკვევა, რომ 1991 წლიდან მოყოლებული 50 წელს გადაცილებულ ქალებსა და მამაკაცებში სიმსუქნის მაჩვენებელი დინამიკაში მატულობს. საკონსულტაციო ჯგუფ Gallup-ის მონაცემებით, ჭარბწონიანობის მაჩვენებელმა  2014 წელს 2013 წელთან შედარებით 4 %-იანი ზრდით წლიდან წლამდე მატების მაქსიმალური მაჩვენებელი დააფიქსირა. ამ ჯგუფში 65-დან 67 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები მოხვდნენ.


სხვადასხვა დროს ჩატარებული სამედიცინო კვლევის მიხედვით, სიმსუქნე გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებებისა და დიაბეტის უმთავრეს გამომწვევ მიზეზად მოიაზრება.  ჭარბი წონის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში მოდუნებულები არიან, ნაკლებს ვარჯიშობენ, სუნთქვითი პრობლემები და სახსრების ტკივილი აწუხებთ. ყველა ეს პრობლემა კი მათ აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების სტილის გარდა სოციალიზაციის, „შოფინგის", კინოში სიარულის სურვილს უკარგავს.


სიმსუქნის მზარდი მაჩვენებლები ძვირად უჯდება ამერიკის ჯანდაცვის სექტორსაც. სამედიცინო დანახარჯები ჭარბწონიანობით გამოწვეული დაავადებების მართვაში წლიდან წლამდე 27 მილიონ დოლარს აღწევს.


ჯანდაცვის სპეციალისტი გარი როტშტეინი გამოსავალს სპეციალური პროგრამა „Move Up"-ის დანერგვაში ხედავს. ის ჭარბწონიან ხანში შესულ ადამიანებს ცხოვრების სტილის შეცვლასა და წონის უმტკივნეულოდ დაკარგვაში დაეხმარება.


ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 60 წელს გადაცილებული მოსახლოების 35.4% ჭარბწონიანობას უჩივის.კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლით გამოთვლებით, კი ეს მაჩვენებელი 38 %-ს აღწევს.




 

არქივი