geo_flag eng_flag rus_flag

ერდოღანი: ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი
- +

30 ივლისი. 2016. 12:09

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალური ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა. ამის შესახებ „BBC" იტყობინება.

ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა.

ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ", - მიმართა ერდოღანმა ამერიკელ გენერალს.

აღნიშნულ ბრალდებას ჯოზეფ  ვოტელი უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მას სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მქონდა რაიმე კავშირი, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.



 

არქივი