geo_flag eng_flag rus_flag

ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ფედერალური ოლქი გააუქმა და საკადრო ცვლილებები განახორციელა
- +

28 ივლისი. 2016. 15:42



კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის ფედრალური ოლქის გაუქმების შესახებ.


პუტინის გადაწყვეტილებით, ანექსირებული ყირიმი სამხრეთის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევა.


ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტმა მთელი რიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა.


 კერძოდ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მელიკოვი. მელიკოვის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობას პრეზიდენტის წარმომადგენელი ყირიმში ოლეგ ბელავენცევი დაიკავებს. თავად მელიკოვი დაინიშნა რუსეთის ნაციონალური გვარდიის ხელმძღვანელის მოადგილედ.


თანამდებობა დაკარგა უკრაინაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა.


რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი სერგეი მენიაილო კი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი გახდა.


 

არქივი