geo_flag eng_flag rus_flag

ფეთჰულა გიულენმა შესაძლოა, აშშ დატოვა
- +

28 ივლისი. 2016. 15:41


თურქმა ოპოზიციონერმა, ფეთჰულა გიულენმა შესაძლოა, აშშ დატოვა.


როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება  ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა  ბექირ ბოზდაგმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო.



ტელეკომანია  Haberturk--სთვის მიცემულ ინტერვიუში, მინისტრმა განაცხადა, რომ ფეთჰულა გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკასა ან ეგვიპტში გაიქცა. ამასთან, ოფიციალური ქაირო აცხადებს, რომ გიულენს ეგვიპტისთვის თავშესაფარი არ უთხოვია.


აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ანკარა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და ვაშინგტონს მის ექსტრადირებას სთხოვს. თუმცა თავად მუსლიმი ღვთისმსახური ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.


ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.


 

არქივი