geo_flag eng_flag rus_flag

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა
- +

21 ივლისი. 2016. 14:34


ხმელთაშუა ზღვის ნავით გადაკვეთის მცდელობისას 22 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ არასამთავრობო  ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" იტყობინება.

ორგანიზაციის მონაცემებით, ნავი ზღვაში ლიბიის სანაპიროს მახლობლად აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი 200-ზე მეტი ადამიანი ორგანიზაციის "ექიმები საზღვრებს გარეშე" კუთვნილ გემზე გადაიყვანეს. ნავში, რომელიც ნელნელა წყლით ივსებოდა,  21 ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინეს.

20 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში სხვდასხვა ოპერაციის დროს ორი ათასზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.


 

არქივი