geo_flag eng_flag rus_flag

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს
- +

20 ივლისი. 2016. 18:40



ბელგიის დედაქალაქის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს მამაკაცს, რომელსაც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდეს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს გრძელი ლაბადა აცვია, რომლიდანაც სავარაუდოდ სადენები ჩანს.



სპეცოპერაცია ლა-მონეს თეატრის წინ მდებარე მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან. ახლომდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ხალხი. ქუჩები ბლოკირებულია.



პოლიცია აცხადებს, რომ ვითარებას აკონტროლებს.  

 

წყარო : wyaro
არქივი