geo_flag eng_flag rus_flag

თურქეთში ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
- +

20 ივლისი. 2016. 13:55



თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა.


თურქეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის TRT-ს ინფორმაციით, აკრძალავა ხელისუფლების მორიგ განკარგულებამდე იმოქმედებს. ამას გარდა, საბჭოს მოთხოვნით, უკვე საზღვარგარეთ მყოფი ყველა თურქი პედაგოგი და მეცნიერი უმოკლეს ვადებში თურქეთში უნდა დაბრუდნეს.


19 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთში განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თანამდებობა დატოვეს ასევე უნივერსიტეტების დეკანებმა.


თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს 45 ათასი ადამიანი. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული და სამსახურიდან დათხოვილი ადამიანი აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ მუსლიმ ღვთისამსახურს, ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა ფეთჰულა გიულენს ამბოხის  ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.


 

არქივი