geo_flag eng_flag rus_flag

„ამაყი ვარ, რომ ჩემი და მოვკალი!“ - რატომ მოკლა პაკისტანელი ქანდიილ ბალოქი საკუთარმა ძმამ
- +

20 ივლისი. 2016. 11:10


 

პაკისტანის სოციალური მედია ვარსკვლავის, ქანდიილ ბალოქის ძმა აცხადებს, რომ ის ამაყობს იმით, რომ მოკლა მისი და, ვინაიდან „გოგონები იმისთვის იბადებიან, რომ სახლში იყვნენ".

 

25 წლის ქანდიილი პარასკევს პაკისტანის პროვინცია პუნჯაბის ქალაქ მულთანში იმ სახლში იქნა მოკლული, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მისი ძმა მკვლელობის შემდეგ გაიქცა, იგი მოგვიანებით დააპატიმრეს. თავის აღიარებით ვიდეოში იგი სინანულს მომხდარის გამო არ გამოხატავს.

 

„მე ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. მე მას ჯერ ნარკოტიკები მივაღებინე, შემდეგ კი დავახრჩვე. მას ჩვენი ოჯახისთვის სირცხვილი მოქონდა", - აცხადებს ვასიიმ ბალოქი.

 

ქანდიილმა პოპულარობა თავისუფალი ქცევით მოიპოვა. მისი ვიდეოები, რომელსაც იგი FACEBOOK-ზე აქვეყნებდა, სულ უფრო მეტად პოლიტიკური ხასიათის მატარებელი ხდებოდა. ქანდიილის ძმა ვასიიმი აცხადებს, რომ მისი მეგობრების მიერ დის სურათების და ვიდეოკლიპების გაზიარება „უკვე მეტის მეტი" იყო მისთვის და დის მკვლელობა უკეთესი ალტერნატივა იყო, ვიდრე თავის მოკვლა.

 

ქანდიილი, რომელიც როგორც აღფრთოვანების, ისე გინების ობიექტი იყო, კვირას დაკრძალეს. იგი თავის თავს „თანამედროვე ფემინისტად" მიიჩნევდა და დაახლოებით 750 000 მიმდევარი ყავდა FACEBOOK-ზე. აღიარებაში ვასიიმი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მას სიამაყით და პატივით გაიხსენებენ, და რომ მისი ოჯახისთვის ღირსების დაბრუნებით მან „სამოთხეში" დაიმკვიდრა ადგილი". „გოგონები იმისთვის იბადებიან, რომ სახლში იყვნენ და დაიცვან ტრადიციები. ჩემი და ამას არასოდეს აკეთებდა", - ამბობს ის.

 

ცნობილი სასულიერო პირის საკითხი „უნდა იქნას გამოძიებული" - ქანდიილმა ინსტაგრამში საკუთარი სელფების გამოქვეყნებისას სათაურში მუფტთან, მაღალი რანგის სასულიერო პირთან მისი შეხვედრის შესახებ დაწერა. ვასიიმის თქმით, სწორედ ამ კონკრეტულმა დაპირისპირებამ გამოიწვია ასეთი „დასასრული". „ეს ყოველივე მე მუფტთან სკანდალის შემდეგ დავგეგმე და ხელსაყრელ დროს ველოდებოდი", - განაცხადა მან.

 

თავის ფოტოებთან დაკავშირებით შექმნილი მედია სკანდალის შედეგად, მას მოვალეობის შესრულება პაკისტანის ერთ-ერთ რელიგიურ კომიტეტში შეუჩერდა. პოლიციის განცხადებით, ცნობილი სასულიერო პირის ირგვლივ გამოძიება ჩატარდება, სოციალური მედიის ვარსკვლავის მკვლელობასთან დაკავშირებით. თუმცა, თავად სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქანდიილის საქმის გამო მასზე ძიება მიმდინარეობს, არასწორი იყო.

 

პაკისტანის GEO NEWS-სთან საუბრისას ქანდიილის დედა ბრალს სდებს სასულიერო პირს მისი ვაჟის მიერ მკვლელობის ჩადენის პროვოცირებაში. იგი აცხადებს, რომ მისმა შვილმა ვასიიმმა მკვლელობა სასულიერო პირის რჩევით ჩაიდინა.

 

„მე მინდა ქალებს შთავაგონო- ქანდიილის ეს ვიდეო ძალიან არ განსხვავდებოდა ათასობით იმ ვიდეოსგან, რომლებიც ადრე დაახლოებით 20-მა სოციალური მედიის ცნობილმა სახემ გააზიარა ინტერნეტში. იგი ბოლო ვიდეოში ტუჩებს ბერავდა კამერის წინ და საუბრობდა თავის თმის ვარცხნილობაზე. მაგრამ პაკისტანში მისმა „ფლირტაობამ" და საუბრის მანერამ მიღებული საზღრები დაარღვია".

 

2015 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილ გენდერულ ანგარიშში, 145 ქვეყნის სიაში პაკისტანი ბოლოდან მეორე ადგილზეა გენდერული დისბალანსის მხრივ. პაკისტანის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა ყოვლისმომცველია, 2016 წლის პირველ ხუთ თვეში 212 ქალია მოკლული "ღირსების" სახელით. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ არასაკმარისი კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით.

 

„არ არსებობს ღირსება ღირსების სახელით, ფაქტობრივად არ შეიძლება იმაზე მეტად დამამცირებელი იყოს რამე, ვიდრე ჩაიდინო სასტიკი მკვლელობა და ეს ღირსებას მიაწერო", -განაცხადა მან ექვსი თვის წინ. 

 

არქივი