geo_flag eng_flag rus_flag

თურქი სპეცრაზმელები მიიმალნენ
- +

19 ივლისი. 2016. 14:54


თურქეთში გაუჩინარებულ ორ ვერტმფრენსა და 25 სპეცრაზმელს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო HURRIYET-ი  ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მარმარისში  პრეზიდენტ ერდოღანზე თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა გეგმის ჩაშლის შემდეგ, მათ გეზი შეცვალეს და ტყეს შეაფარეს თავი. ამჟამად სპეცრაზმელებს თურქი სამხედროები ეძებენ.


15 ივლისს, გვიან საღამოს სამხედრო  გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მარმარისში ისვენებდა. ამბოხის დაწყების შემდეგ ის სტამბოლში გაემგზავრა. როგორც მოგვიანებით ერდოღანმა განაცხადა, მარმარისიდან მისი გაფრენის შემდეგ, დაიბომბა სასტუმრო, სადაც მანამდე პრეზიდენტი იმყოფებოდა.


 

არქივი