geo_flag eng_flag rus_flag

თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა
- +

16 ივლისი. 2016. 16:05



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მხარდამჭერებს შეხვდა. მან მომხრეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.


თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.  თურქეთის მცხოვრებთა ნაწილმა მობილურ ტელეფონებზე შესაბამისი შეტყობინებები მიიღეს, სადაც მათ დემოკრატიის მხარადასაჭერად გამოსვლისკენ მოუწოდებენ.


ამასთან, "ტვიტერში" თურქეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა შეტყობინება: "არ მივატოვოთ ქუჩები, გადატრიალების მცდელობები შესაძლოა, განმეორდეს".


 

წყარო : wyaro
არქივი