geo_flag eng_flag rus_flag

ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

16 ივლისი. 2016. 13:02



ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.


ამ წუთებში ფრანსუა ოლანდი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს.


 საფრანგეთში ნიცაში მოხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ხუთი ადამიანია დაკავებული.


თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა.  დაიღუპა 84 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, სატვირთო მანქანას წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთის 31 წლის მოქალაქე მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი მართავდა. ის პოლიციამ მოკლა.


თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადაა.


 

არქივი