geo_flag eng_flag rus_flag

ილია მეორე: სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს...
- +

19 მაისი. 2016. 17:13



„სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს... მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით.."- საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს ოჯახის სიწმინდე შეინარჩუნონ და შვილებს სიყვარული ასწავლონ.


„მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები. ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ, დაეხმარონ გაჭირვებულებს.

 იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები."- ქადაგებს პატრიარქი.




 

არქივი