geo_flag eng_flag rus_flag

ილია მეორე: ძმა გამომეცხადა სიზმარში... ვკითხე- ლოცულობ მეთქი ჩემთვის?
- +

26 ივნისი. 2016. 23:51



სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ  მრევლს ყოველთა წმინდათა დღე მიულოცა.  პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას იმ ხატის ისტორია გაიხსენა, რომელიც მის მშობლებს ეკუთვნოდა.


დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე დედამიწაზე, ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს. თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე.

 

მე მყავს გარდაცვლილი ძმა, რომელსაც ერქვა უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება- ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო... ვინ მეთქი და წმიდა ნინოო. წმიდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ.

 

ძმა გამომეცხადა სიზმარში...  მე ვკითხე მას, რომ ლოცულობ მეთქი ჩემთვის? ვლოცულობო... მიჩვენა ამ ხატზე და მითხრა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო, ყველა ლოცულობს შენთვისო... ამიტომ, მათი ლოცვით ვართ ჩვენ ვინც ვართ და რაც ვართ. დიდება უფალს და მადლობა უფალს."- ბრძანა უწმინდესმა.  


 

 

 

არქივი