geo_flag eng_flag rus_flag

პანჩო: ფაშისტები უფრო ჰუმანურად ექცეოდნენ ტყვეებს, ვიდრე იმ ციხეში ექცეოდნენ პატიმრებს
- +

19 ოქტომბერი. 2017. 17:13



მომღერალმა პანჩომ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „პრაიმშოუში" ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ.


 

„მე ისეთ დროს ვიჯექი ციხეში, როდესაც ასეთი პირობები, როგორიც დღეს არის, არ იყო... მაშინ იქ საშინელება ხდებოდა. ის ციხეც არ იყო, ის იყო საშინელება, ტელევიზორშიც კი არ მაქვს ნანახი. მაგალითად, ფაშისტები უფრო ჰუმანურად ექცეოდნენ ტყვეებს, ვიდრე იმ ციხეში ექცეოდნენ პატიმრებს. ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდიოდა, ისეთი, რომ არ არსებობს, ეს ქართველებს მოეგონებინათ... მე ამ ყველაფერს ვუყურებდი..." - განაცხადა პანჩომ.


 

არქივი