geo_flag eng_flag rus_flag

გივი სიხარულიძე: ბაშკევიჩმა მითხრა, ბიძინას მილიარდები რომ მისცე, საქართველოს გარდა სხვაგან ცხოვრება არ უნდაო
- +

18 ოქტომბერი. 2017. 19:32


 

„მე მყავს მეგობარი, საშა ბაშკევიჩი, ცნობილი მილიარდელია. მან მითხრა - ბიძინა ივანიშვილი თავის თავს მოიაზრებს მხოლოდ საქართველოში - მილიარდები, სასახლეები რომ მისცე, არ უნდა სხვაგან ცხოვრება, უნდა მხოლოდ საქართველოშიო", - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში განაცხადა.



„დამალულად ნუ ვსაუბრობთ. მე ყოველთვის ვამბობ. მე არაფერი მიჭირს, ბიძინა ივანიშვილის დასახმარებელი არ ვარ. მე ხომ არაფერი არ გამიკეთა. კაცურად ვამბობ - ყველაფერი ამ ერთმა ბიძინამ როგორ უნდა გააკეთოს? ბიძინა ივანიშვილი ღმერთი არ არის, არის ჩვეულებრივი ადამიანი! მე მყავს მეგობარი, საშა ბაშკევიჩი, ცნობილი მილიარდელია. ბოდრუმში, თავის გემზე ამიყვანა და მითხრა - ყაზახეთშიც, ინგლისშიც, საფრანგეთშიც ვცხოვრობ. ებრაელი კაცი ვარ და მთელი მსოფლიო ჩემი სამშობლოაო. ბიძინა ივანიშვილი თავის თავს მოიაზრებს მხოლოდ საქართველოში - მილიარდები, სასახლეები რომ მისცე, არ უნდა სხვაგან ცხოვრება, უნდა მხოლოდ საქართველოშიო", - განაცხადა გივი სიხარულიძემ.


 

არქივი