geo_flag eng_flag rus_flag

არჩილ თალაკვაძე: კახი კალაძეს ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ვიდრე სხვა კანდიდატებს ერთად!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 03:00



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ კახა კალაძეს ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ვიდრე სხვა კანდიდატებს ერთად.


,,ჩვენი კვლევების მიხედვით, კახი კალაძეს ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს ვიდრე სხვა კანდიდატებს ერთად", - ეს განცხადება თალაკვაძემ.


ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ კახა კალაძე მერი გახდება, ვიცე-მერის პოსტს არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. აღნიშნული ინფორმაცია თალაკვაძემ არ დაადასტურა.


,,გუნდის შიგნით ამასთან დაკავშირები კონსულტაციები არ ყოფილა და ვერაფერს დაგიდასტურებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



 

არქივი