geo_flag eng_flag rus_flag

ნიკოლოზ მჟავანაძე: ელისო კილაძის ადგილი არის ნიკა გვარამიას „ბუტკის ტელევიზიაში“ და არა „ობიექტივში“!
- +

17 თებერვალი. 2017. 03:52


 

„ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან-მოურავი არიან ის ადამიანები, რომელებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაში, მაგრამ სირცხვილია „ობიექტივის" ეთერში გადაცემა მიჰყავდეს ელისო კილაძეს! იმ ელისო კილაძეს, რომელიც დღეს არის სააკაშვილის რუპორი, რომელიც ჩადის კიევში, იღებს ბინძურ დავალებებს. ეხლა ვიღაც იტყვის ყველა პოზიციას უნდა მივცეთ პატივიო. მაშინ გეებიც გამოიყვანეტ და დასვით ეთერში", - ამის შესახებ „უფლებადმცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში ისაუბრა.


„როდესაც „ობიექტივი" არის სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო, საზოგადოების უდიდესი შეურაცყოფაა ელისო კილაძე გამოდის ამ არხის ეთერში. მე მოვუწოდებ „ობიექტივის" ხელმძღვანელობას, რომ ელისო კილაძის ადგილი არის ნიკა გვარამიას „ბუტკის ტელევიზიაში". „ობიექტივი" არის გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და ადამიანი, რომელიც დღეს გვარამიას და სააკაშვილის დავალებებს ასრულებს ის ამ ეთერში არ უნდა იჯდეს.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის ხალხი ვინც უდგება გვარამიას და „რუსთავი 2"-ს გვერდით, ჩემთვის ის არის გამაუპატიურებლებთან მდგომი პიროვნება", - განაცხადა მჟავანაძემ


 

არქივი