geo_flag eng_flag rus_flag

ნატო დუმბაძე: ნუ განვსჯით ნურც მამალაძეს და ნურც პროკურატურას
- +

17 თებერვალი. 2017. 03:46



პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში დეკანოზ, გიორგი მამალაძის დაკავებასა და მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებბისას აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დაკავებულ იქნა სასულიერო პირი და საზოგადოებას მოუწოდებს ინტრიგებს არ აჰყვნენ.


„ქვეყანაში საკმაოდ შოკური მდგომარეობაა, მე მესმის და აბსოლუტურად ყველა ადამიანი შეგვძრა ამ ინფორმაციამ. მოხდა ეს თუ, არ მოხდა ეს უკვე არის ალბათ გამოძიების საქმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ შემდგომ ინტრიგებს. მე ვაკვირდები და ვხედავ, რომ ხდება პატარ-პატარა ინტრიგები, არეულობები, შიდა დაპირისპირებები. თუ ეკლესიაში რაიმე ხდება მოდით, ეს ეკლესიას მივანდოთ. წმინდა სინოდს მივანდოთ და ნუ გამოვიტანთ ამას გარეთ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე. უწმინდესი მოუვლის ამას. თუკი ამდენი წლის განმავლობაში ასე სუფთად მოიტანა ყველაფერი მერეც გააკეთებს და ნუ განვსჯით ნურც მამალაძეს, ნურც პროკურატურას. ფაქტია, რომ რაღაც მტკიცებულებები არსებობს და ფაქტი აღმოიფხვრა. ამას გაარკვევს გამოძიება. ჩვენი, ჩასაფრების პოზიციაში ყოფნა არ მესმის", - განაცხადა ნატო დუმბაძემ.


 

არქივი