geo_flag eng_flag rus_flag

რეზო ამაშუკელი: მინდა, მივმართო გოგი ხოშტარიას, რომელიც ძალიან ჰგავს შეწყალებულ ინდაურს!
- +

13 დეკემბერი. 2016. 12:42


პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე საუბრობს და აქვე, ელენე ხოშტარიას მამას გოგი ხოშტარიას მიმართავს:


„სალომე სამადაშვილს რომ ვუყურებ, დინგი ისე აქვს წაჭრილი, პოეტის გენიალური ფრაზა მახსენდება: „მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში". თუ კარგად დააკვირდებით, სამადაშვილის ქალბატონი ჰელოუინის კვახსაც ძალიან ჰგავს!

 

არსებობს თუთიყუშის პატარა ჯიში, რომელიც მზესუმზირას ჩქარ-ჩქარა არჩევს და ოთარ კახიძეს რომ ვუყურებ, ერთი-ერთში ჰგავს. ეგ კახიძე სისხლისმსმელი და სატისტი ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო და შემირცხვენია ის პარლამენტი, საიდანაც დღეს ეს ვაჟბატონი ხელებს მიპარჭყავს!

 

მინდა, მივმართო გოგი ხოშტარიას, რომელიც ძალიან ჰგავს შეწყალებულ ინდაურს - თავისი „ძველი ბიჭი" ქალიშვილი გააჩეროს" - ამბობს რეზო ამაშუკელი.





 

წყარო : wyaro


არქივი