geo_flag eng_flag rus_flag

„თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი“
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:03



„თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე„რეზონანსს" ესაუბრა.


„ქვეყანაში უმძიმესი ფონია, რომელიც ყოველდღიურადუფრო მძიმდება და გამოუსწორებლად დიდ ზიანს გვაყენებს. ქვეყანაში საბანკო-საკრედიტრო დიქტატურა გვაქვს. ამის ხმამაღლა თქმა არ მერიდება - ქვეყანას რეალურად ბანკირები მართავენ, საქართველოში საბანკო დიქტატურაა.

 

ამ ფონზე, საჯარო სექტორში, რომელიც ადამიანების დასაქმების მთავარი წყაროა, სამუშაო ადგილები მცირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი... გარკვეული ინფორმაციები მომდის, როგორც უფლებადამცველს, ხალხი მირეკავს, თავის პროტესტს გამოთქვამს და ა.შ." - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.



 

 

წყარო : wyaro
არქივი