geo_flag eng_flag rus_flag

„სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, იქიდან წამოღებული გაზის ღუმელი მე შევამოწმე!“ - ნუგზარ ბელქანიას სკანდალური განცხადება
- +

6 დეკემბერი. 2016. 14:01



ნუგზარ ბელქანია, რომელიც 2011 წლის ოქტომბრამდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი გახლდათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრობს:

 

„სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, იქიდან წამოღებული გაზის ღუმელი მე შევამოწმე. მაშინ დილის 8 საათზე დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო. ლევან სამხარაულმა შემიყვანა თავის კაბინეტში და მითხრა, ჟვანიას გარდაცვალებაზე გაზის ღუმელს შენ შეისწავლიო. აბა, რას ვიზამ-მეთქი?

 

დავათვალიერე, ამ ღუმელზე არ შეინიშნებოდა CO-ს არანაირი კვალი. მე ზურაბ ჟვანიას კარგად ვიცნობდი, გული დამწყდა. მართალია, მოგვიანებით ღუმელი წაიღეს და არც დასკვნა მინახავს თვალით, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაზით არ არის გარდაცვლილი. მე შევხვდი გოგლა ჟვანიასაც. თუ საჭირო გახდება ყველაფრის თავიდან შესწავლა, მზად ვარ.

 

მე დავათვალიერე ღუმელი და დასკვნა აღარ დამიწერია. საინჟინრო-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს ბადრი ლეფსაიას დაჰქონდა დიდი ჩანთით კარგა ხანს. დასკვნა ისე დაწერეს, მე არ მინახავს", - აცხადებს ბელქანია.



 

 

წყარო : wyaro
არქივი