geo_flag eng_flag rus_flag

არასდროს დამავიწყდება... - ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:38



„ქართული ოცნების" გუნდის წევრი ეკა ბესელია გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და მასთან პირველ შეხვედრას იხსენებს.


„ეს იყო 10 ოქტომბერი, მისი პირველი საჯარო განცხადებიდან ზუსტად მესამე დღე. ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება, ისევე, როგორც ის პერიოდი, როცა მასთან ერთად ვიმუშავე და გადაუჭარბებლად ვიტყვი, ეს იყო ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვისთანაც კი მიმუშავია.

 

რატომ შეიძლება, პატივს არ სცემდე ადამიანს, რომელმაც ჩემს სამშობლოს ამდენი სიკეთე გაუკეთა, ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა, ამდენი კულტურული ძეგლი აღადგინა და ქვეყანას ამდენი მასშტაბური პროექტი აჩუქა? რატომ არ უნდა ვცემდე პატივს ადამიანს, რომელმაც უანგაროდ, სახელისა და გვარის მითითების გარეშე, უამრავი სიკეთე წლების განმავლობაში აკეთა? ბიძინა ივანიშვილს სხვების რა სჭირდებოდა, როცა სააკაშვილის წინააღმდეგ ძალიან სახიფათო ბრძოლა დაიწყო? მან ხალხი გაიყოლა და გაიმარჯვა... მერე, თანამდებობიდან წავიდა და ქვეყნის მსახურებას აგრძელებს! ასეთ ადამიანს რატომ უნდა ლანძღავდე?

 

საერთოდ არ მაღელვებს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ლაქუცად ვინ ჩამითვლის! ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს თვისება არ მაქვს! ვინც არ მიცნობს და ასე იფიქრებს, ეს მისი პრობლემა იქნება, რადგან არც სიკეთის ხედვა აქვს და არც მადლიერების უნარი. ეს კი საცოდაობაა.

 

ვინც ბიძინა ივანიშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, მისი სადარი რა გაუკეთებია?! შემიძლია, გავაგრძელო, მაგრამ გავჩერდები და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბიძინას მიმართ ასეთი უმადური და უპატივცემულო დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს და მაბრაზებს.

 

გავა დრო, ამ პერიოდს, ამ ეტაპს დავშორდებით და ისტორია ყველაფერს პირუთვნელად შეაფასებს. იქამდე კი, არ ვკარგავ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სამშობლო უყვარს და მას უანგაროდ ემსახურება!" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 


 

წყარო : wyaro



არქივი