geo_flag eng_flag rus_flag

გოგლა ჟვანია ზურაბ ჟვანიას საქმეზე: ჩემი მოლოდინი არ გამართლდა
- +

5 დეკემბერი. 2016. 14:08



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება, პროცესი უცხოელი ექსპერტების ჩართვით უნდა წარიმართოს.


 

გოგლა ჟვანია დარწმუნებულია, რომ მისი ძმის საქმეზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა.


 

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს, რომლებიც გულგრილობის მუხლით გაასამართლეს და ისინი უკვე თავისუფლები არიან, გოგლა ჟვანიამ განმარტა, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვერავინ იქნებოდა, რადგან ზურაბ ჟვანიას საქმის არსებითი განხილვა არც ყოფილა.


 


„კობა ხარშილაძე სულ სხვა ბრალდებით იყო გასამართლებული და რაღაც პერიოდიისედაც მოხდილი ჰქონდა, ძაძამიაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და ჩაეთვალასასჯელის მოხდაში", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 


რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩაჩუას, გოგლა ჟვანიას განცხადებით, მასთან დაკავშირებული საკითხი ჟვანიას საქმეში ბოლოხარისხოვნად რჩება.

 


ზურაბ ჟვანიას საქმის გახნის მრავალჯერ დაანონსების საკითხის კომენტირებისას გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ინფორმაციამ გაჟონა.



 

„ვგულისხმობ თუნდაც იმ გახმაურებულ ფირს, რომელიც „ჰაკიმ ფაშას" სახელითგავრცელდა. ახლაც აქტიური გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. გამოძიებასაც ჰქონდა ამ საქმის ცოტა ადრეგახსნის იმედი იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოჩნდა.თუმცა იმისთვის, რომ სიმართლე მყარი მტკიცებულებებით დაამტკიცო, თურმე მეტიასაჭირო. დარწმუნებული ვარ, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა. უცხოელიექსპერტების ჩართვამ გამოძიებაში დრო ძალიან გაწელა. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივიმოლაპარაკებები, შეკითხვების გადაგზავნა, პასუხების მიღება და ა.შ. ზოგიერთმა ასეთიმიწერ-მოწერის შემდეგ განაცხადა, ეს ძალიან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონესაქმეა და მასში ჩართვაზე უარს ვაცხადებო. ასეთი თემები იწვევს გაჭიანურებას", -განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 

 

წყარო : wyaro

 

 

 

არქივი