geo_flag eng_flag rus_flag

თამარ კინწურაშვილი თურქეთის სპეცსამსახურების აგენტია?! - ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება
- +

30 ნოემბერი. 2016. 17:17

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თამარ კინწურაშვილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თამარ კინწურაშვილი და მისნაირები საქართველოს მტრები არიან.

 

„არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში მოქმედებს უცხო ქვეყნის აგენტურა, რომლის წევრებიც გრანტებით არიან უზრუნველყოფილი და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. რაც შეეხება თამარ კინწურაშვილს, ამ ქალბატონის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს, ფილმი გადაიღეს და დაასაბუთეს, რომ კინწურაშვილმა საქართველოს ტელევიზიის „პირველი არხის" ქონება გაანიავა. გარდა ამისა, ეს ქალბატონი ისევე, როგორც სექტანტი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს წინააღმდეგ აგროვებს დოკუმენტებს, რომელსაც მერე უცხო ქვეყნები ჩვენ „გასაშავებლად" იყენებენ. აი, ახლა კინწურაშვილის „მედიის განვითარების ფონდმა" სიძულვილის ენის შესახებ ანგარიში გააკეთა, ჩემი ინტერვიუ გადმოიღო და „ასავალ-დასავალი" „ისლამოფობიაში" დაადანაშაულა.

 

ჯერ ერთი, კინწურაშვილმა ვის „სიძულვილის ენაზე" უნდა ილაპარაკოს, როცა წლებია, თვითონ გველაპარაკება სიძულვილის ენით?! მეორე, როცა თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირები თავიანთ ინტერესებს საქართველოს, კონკრეტულად აჭარის მიმართ არ მალავენ, ეს თუ გავაპროტესტეთ და ამაზე ხმა ამოვიღეთ, ამიტომ ვართ „თურქოფობები" და „ისლამოფობები"?!

 

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება ლოგიკური კითხვა - ხომ არ არის თამარ კინწურაშვილი თურქეთის სპეცსამსახურების აგენტი? კინწურაშვილმა ეს „კვლევა" და ანგარიში „იუსაიდის" გრანტით გააკეთა. „იუსაიდს" აფინანსებს ამერიკის მთავრობა... ანუ თამარ კინწურაშვილმა ამერიკის ხელისუფლებას გადასცა იმ ქართველი პატრიოტების სია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ და ისინი შერაცხა „თურქოფობებად", „ისლამოფობებად" და ა.შ.

 

პირდაპირ ვაცხადებ: თამარ კინწურაშვილიდა მისნაირები ქვეყნის მტრები არიან, რომლებიც ასრულებენ უცხო სახელმწიფოს დაკვეთებს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

წყარო : wyaro
არქივი