geo_flag eng_flag rus_flag

მაკა რაზმაძე: ყველას უხარია და მეც დავდებ...
- +

29 ნოემბერი. 2016. 17:49

 

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ონლაინ-სესხების აკრძალვასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და აქვე პრემიერ-მინისტრის სიტყვას ავრცელებს:


„ყველას უხარია და მეც დავდებ - ონლაინ-სესხები აიკრძალებაო, პრემიერმა.

 

ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


„კიდევ ერთი სიახლე მინდა დავაანონსო. ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

 

ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა", - წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

არქივი