geo_flag eng_flag rus_flag

რუსუდან შარაძე: ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვარ, რომ ხელისუფლებას მამაჩემის მკვლელები მოაშორა
- +

24 ნოემბერი. 2016. 22:12

 

 

„სააკაშვილმა გურამ შარაძის სისხლით სიამოვნება მიიღო და ხალხსაც დაანახა, რომ ვინც მის წინააღმდეგ წავა, ყველას თავისსავე სისხლში აცურავებს. წარმომიდგენია, როგორ ისხდნენ და სიცილ-კისკისით გეგმავდნენ მამაჩემის მკვლელობას", - ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან"ინტერვიუში განაცხადა. შარაძე მადლიერია ბიძინა ივანიშვილის, რადგან მან გურამ შარაძის მკვლელები ხელისუფლებას მოაშორა.


„ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვარ, რომ ხელისუფლებას მამაჩემის მკვლელები მოაშორა - ხომ ხედავთ, ვინ სად გარბის. ისემც უქნიათ, ჩაუხოცავთ ერთმანეთი. ახლა ჩვენ უნდა ვივაჟკაცოთ და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

 

ის, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხდება, ჟურნალია, ფილმი აწი იწყება! დედამიწაზე და ბუნებაში წვეთი წყალი არ იკარგება, ამდენ სისხლსა და უბედურებას ვერსად გაექცევა! სააკაშვილო, ახლოვდება დრო, როცა გურამ შარაძის, და არა მხოლოდ შარაძის, მკვლელობის გამო აგებ პასუხს. პირადად მე ამ დღეს აგერ უკვე 9 წელია, ველოდები!" - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

წყარო : wyaro

 

 

 

არქივი