geo_flag eng_flag rus_flag

სააკაშვილს სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრებენ?
- +

16 ნოემბერი. 2016. 18:39

 

 

გაზეთ „ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიაში „სააკაშვილს სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრებენ", „ოდესელის" სკანდალების შესახებაა საუბარი, რომლებიც, ავტორის ვარაუდით, შესაძლოა მალე ოფიციალურ ბრალდებებად იქცნენ.


 „რაც შეეხება „ოდესელის" სკანდალებს, რომელთა ნაწილიც შესაძლოა, მალე ოფიციალურ ბრალდებებად აქციონ, საკმაოდ ბევრი დაგროვდა. „ექსცენტრიკული" ჩინოვნიკი უკრაინული მედიის „ვარსკვლავი" გამოჩენისთანავე გახდა. სკანდალების სია კი საკმაოდ ვრცელია: კორუფცია, ქალები, რუსეთთან ფარული გარიგებები, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა და ა.შ.

 

მას შემდეგ, რაც ამერიკამ პოროშენკოს მრჩევლად სააკაშვილი დაუნიშნა, ცნობილმა მექალთანემ აიწყვიტა და ყვითელმა პრესამაც შვებით ამოისუნთქა. ჩვენც გვახსოვს, მიშას დაკბენილ-დაგლეჯილი ქალები ზოგი სამკურნალოდ თურქეთში გარბოდა, ზოგიც ევროპის წამყვან კლინიკებში იშუშებდა ჭრილობებს. ცხადია, მხოლოდ სექსუალური დაუკმაყოფილებლობა თუ დაუცხრომლობა, ბრალის წასაყენებლად არ გამოდგება", -აღნიშნულია სტატიაში.


სტატიის ავტორი, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ აღნიშნული ბრალდება ყველაზე შემზარავია, რაც უკრაინულ პრესაში სააკაშვილისა და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის მისამართით გაჟღერდა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ბრალდება უტყუარი ფაქტი არ არის, მაგრამ აქვე სვამს კითხვას, თუ რატომ არ წერენ მსგავს სიბინძურეებს სხვა პოლიტიკოსებზე?


„ყველაზე შემზარავი ბრალდება, რაც უკრაინულ პრესაში სააკაშვილისა და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის მისამართით გაჟღერდა, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობას ეხებოდა. ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ 2015 წელს სანდრამ საქართველოდან უკრაინაში ექიმი-ტრანსპლანტოლოგების ჯგუფი ჩაიყვანა და იქაურ ექიმებს რთულ საველე პირობებში ორგანოების ტრანსპლანტაცია ასწავლეს.

 

თურმე, დაჭრილი და ახალგარდაცვლილი ჯარისკაცები, ბრძოლის ველიდან, სააკაშვილის მიერ ჩაყვანილ ქართველ სამხედროებს გამოჰყავდათ, სპეციალურ ტრანსპორტში ათავსებდნენ და სხეულის ორგანოებს გზაშივე აცლიდნენ.

 

ჟურნალისტები იმასაც ირწმუნებიან, რომ სანდრა ამ „პროდუქტს" თვითმფრინავით დაუყოვნებლივ ევროპის ქვეყნებში აგზავნიდა და საკმაოდ სარფიანადაც ყიდდა. ცალკეული ორგანოს ფასიც დაკონკრეტებული იყო - 1,7 მილიონი დოლარი. არგუმენტების გასამყარებლად, პრესას მაგალითად უგზო-უკვლოდ დაკარგული 82 ჯარისკაცი მოჰყავდა, რომლებიც დებალცევოდან უკრაინის ჯარის უკან დახევის შემდეგ აღარავის უნახავს", -წერია სტატიაში.




 

წყარო : wyaro
.
არქივი