geo_flag eng_flag rus_flag

სასამართლომ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან გაყრის დეტალების გასაიდუმლოებაზე უარი უთხრა
- +

9 დეკემბერი. 2016. 15:00

 

 ლოს-ანჯელესის სასამართლომ ჰოლივუდელ მსახიობს ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან გაყრის დეტალების გასაიდუმლოებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი" იუწყება. პიტი და ჯოლი სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდნენ. როგორც მოსამართლემ რიჩარდ ბერჯმა სხდომაზე განაცხადა, სასამართლო ცნობს არასრულწლოვანი ბავშვების უფლებებს და მათი ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. გამოცემა USA Today-ის ინფორმაციით, პიტი ბავშვებზე დროებითი მეურვეობის უფლებას მოითხოვს. ასევე მის სარჩელში იყო მოთხოვნა გაყრის დეტალების გასაიდუმლოების შესახებ. 

წყარო : wyaro
არქივი