geo_flag eng_flag rus_flag

ფარულმა კამერამ შიშველი მამაკაცი გადაიღო, რომელსაც LSD-ს მიღების შემდეგ თავი ვეფხვი ეგონა
- +

5 დეკემბერი. 2016. 16:43



გარეულ ცხოველთა გადაღების მიზნით ტყეში დამონტაჟებულმა ფარულმა კამერამ შიშველი მამაკაცის ფოტოები გადაიღო, რომელსაც ფსიქოაქტიური ნივთიერება LSD-ის მიღების შემდეგ ეგონა, რომ ვეფხვი იყო.


ჩეხმა მარეკ ჰ-მ ნარკოტიკი გასინჯვის მიზნით, დეპრესიის სამკურნალოდ მიიღო.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მან ნარკოტიკი მიიღო, პოლონეთის ტყეში გაიჭრა, სრულიად გაშიშვლდა და ვეფხვის მსგავსად მოქცევა დაიწყო.


როდესაც მეტყევეებმა ტყეში დამონტაჟებული ფარული კამერა შეამოწმეს, რათა ენახათ ხომ არ იყო გადაღებული რომელიმე ველური ცხოველი, მათ ხელთ შიშველი მამაკაცის ფოტოები შერჩათ და დაუყოვნებლივ პოლიციას აცნობეს.


სამართალდამცველებს მამაკაცის ვინაობის დადგენა არ გასჭირვებიათ. როგორც 21 წლის მარეკმა შემდეგ პოლიციას განუცხადა, მას ჰალუცინაციური ნარკოტიკი LSD ჰქონდა მიღებული.


მისი თქმით, წამალმა მოქმედება დაუყოვნებლივ დაიწყო და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ციმბირულ ვეფხვად იქცა.


ახალგაზრდამ ასევე აღნიშნა, რომ ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, მას სუნი ეცა და იძულებული გახდა, კვალს გაჰყოლოდა.


როგორც დადგინდა, რვა საათის მანძილზე, მან 25 კმ იარა ჩეხეთ-პოლონეთის საზღვარზე, ტყეებში.


იმის გამო, რომ მამაკაცს თან არანაირი ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ ჯარიმა დაეკისრა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

 

 

3_af6910_f00000578_0_image_a_48_1480783975280

 

 

წყარო: http://1tv.ge/

 

 

 

არქივი