geo_flag eng_flag rus_flag

გახსოვდეთ, საფრანგეთში ,,პატარა საქართველო“
- +

22 ივლისი. 2016. 15:53



ბათუმი...

1921 წლის 18 მარტი...

ბათუმის პორტი ,, დიდი ქართველებით" სავსე გემს აცილებს...

გემი შორეულ საფრანგეთში თურქეთის გავლით გაემგზავრა.

ნოე ჟორდანია, რამდენიმე პარლამენტარი და მათი ოჯახები საფრანგეთის ქალაქ  მარსელში  ჩავიდნენ. ქართველების  ნაწილი იქ  დარჩა, დანარჩენები კი,  პარიზიდან 25 კილომეტრში, სოფელ ლევილში დასახლდნენ...

ქართველ ემიგრანტებს თავიდან ძალზედ უჭირდათ ცხოვრება და თავის გატანა, მაგრამ მალევე საქართველოს სახელმწიფოს დახმარებით და მათივე გაცემული ხარჯებით იყიდეს ხუთ ჰექტარი მიწა, რომელზეც აშენებული იყო სასახლე...

 

 

ჩვენი ,,მამულები" ლევილში დიდი ჭიშკრით იწყება.გადააბიჯებ ამ ჭიშკარს და პატარა საქართველოში მოხვდებით. აქ ყველა კუთხე- კუნჭული საქართველოს გაგონებთ.

ეს არცაა გასაკვირი ,რადგან აქ მყოფთათვის ყოველი დღე და ღამე

საქართველოზე ფიქრში ილეოდა. მამულის ცენტრალურ ადგილას

დგას 3 სართულიანი შატო (ციხე-სიმაგრე)ამ შენობაში ცხოვრობდნენ

ჩვენი მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები: ნოე ჟორდანია,

ნოე რამიშვილი,ქაქუცა ჩოლოყაშვილი, და სხვები.1922-1944 წლებში

აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. იქვე

ინახებოდა საქართველოდან 1921 წელს გატანილი განძეულობის

ერთი ნაწილი,ასევე ბორჯომისა და ლიკანის სასახლეებიდან

გატანილი ძვირფასი სურათები ,რომლებიც ამჟამად საქართველოს

ხელოვნების მუზეუმშია დაცული. შატოს გარშემო მთელ პერიმეტრზე

აშენებულია პატარ-პატარა სახლები ,რომლებიც ერთმანეთის

მიჯრითაა განლაგებული.თითო საცხოვრებელი სახლი ერთ ოთახს

და წინ პატარა აივანს წარმოაგენს,რომელშიც რამდენიმესაფეხურიანი

კიბით უნდა ასულიყავით.ყველა სახლის ერთი ფანჯარა და პატარა

აივანი შატოს გასცქეროდა ისე,რომ ყველა ერთმანეთს ხედავდა.

ერთმანეთის თანადგომით ,ერთად ყოფნით უნდა გაეტანათ ეს

წუთისოფელი. ეზოს დანარჩენი ადგილი ვაზითა და ხეხილითაა

განაშენიანებული. საქართველოში არ არსებობს ხეხილი იქ რომ არ

მოიძებნოს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამჟამად ლევილი

თითქმის ცარიელია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადამიანს ,რომელიც

დღესაც იქ ცხოვრობს.

 

 

შესასვლელიდან მარცხნივ სოფლის სასაფლაოა,ხილო

მარჯვენა ნაწილი ქართველთა სასუფეველს წარმოადგენს. აქ

განისვენებენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები:ნოე ჟორდანია,

ნოე რამიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გადმოასვენეს) გრიგოლ რობაქიძე, დადიანები,დათაშვილები,გურჩიანები,

მელუები,კვიტაშვილები და სხვანი და სხვანი ... ვინ იცის რამდენი

სევდა ,ფიქრი, და დარდი ჩაიტანეს ამ ადამიანებმა საფლავში.

სულის შემძვრელია დადიანების საფლავზე გაკეთებული წარწერა:

მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა

ოდეს მოჰყვები ამბებს მწარესა

თქვი , რომ წარწერა იხილე ლოდზე

ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე.

 

რთული იყო ცხოვრება დედასამშობლოსგან მოშორებით... სადაც ყველაფერი ძვირია , მითუმეტეს მაშინ, როცა ჯიბეები ცარიელია...მაგრამ ქართველი რის ქართველია, გამოსავალი ვერ მოეძებნა. ჩვენებმა მალევე ისწავლეს ფრანგული ენა, გაიცნეს სოფელი და ფრანგულ მიწასთან ქართველურად დაიწყეს მუშაობა.. მოჰყავდათ ხილი, ბოსტნეული... სოფლის მაცოხვრებლები ამბობდნენ, რომ "კიტრის მწნილი", დღეს, რომ საფრანგეთში ასეთი გემრიელია, ზუსტად ქართველების დამსახურებაა, რადგან ჩვენ მათგან ვისწავლეთო.

2011 წლის 23 მაისს საზეიმოდ მოეწერა ხელი მემორანდუმს "ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ. გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, რომ ლევილი, როგორც კულტურულ-ისტორიული ცენტრი უფრო მეტად განავითაროს. საფრანგეთის ქართული მიწა ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების, მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ამავე ტერიტორიაზე იქნება ბიბლიოთეკა, არქივი და მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობებს 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის ისტორიას გააცნობს.

თუ პარიზში მოხვდებით, მხოლოდ ეიფელის კოშკით, ტრიუმფალური თაღით, ლუვრით და პარიზის ღვთისმსობლის ტაძრით ნუ შემოიფარგლებით... ქართვემა  ემიგრანტებმა ააშენეს ქართული მართმადიდებლური ეკლესია და სასაფლაო. ეკლესიაში  შაბათს და კვირას ქართველები დღესაც იკრიბებიან.


 

არქივი