geo_flag eng_flag rus_flag

ვანესა მეი 6 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს
- +

15 ივლისი. 2016. 13:12




Black Sea Arena-ს სცენაზე მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს კონცერტს გამართავს.


დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.


ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც „Brit  Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა.


მან 1997 წელს „მსოფლიო მუსიკის ჯილდო" მიიღო.


ცნობილი მევიოლინეს ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება.


„Black Sea Arena-ს" ივენთ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანი კავლელიშვილის თქმით, ვანესა მეი საქართველოში სპეციალური პროგრამით წარსდგება.


„მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, რომ საქართველოში იცნობენ და უყვართ, ამიტომ ის ჩამოვა მისი ჰიტებით, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უყვარს", - აღნიშნა კავლელიშვილმა.


„Black Sea Arena"-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან TQT.გე-ზე შეეძლებათ.


 

არქივი