geo_flag eng_flag rus_flag

რა გაკეთდა საბჭოთა კავშირში ი.ბ. სტალინის ხელმძღვანელობით? - სტატისტიკური მასალა
- +

11 ივლისი. 2016. 11:40


/მასალას რუსული გამოცემა  ,,ლაივჟურნალი" აქვეყნებს/


სტალინის მმართველობის პერიოდში, 30 წლის მანძილზე, აგრარული, ღატაკი, უცხოურ კაპიტალზე  დამოკიდებული  ქვეყანა გადაიქცა მსოფლიო მასშტაბის უმძლავრეს სამხედრო-ინდუსტრიალურ სახელმწიფოდ, ახალი სოციალისტური ცივილიზაციის ცენტრად.


მეფის რუსეთის ღარიბი და გაუნათლებელი მოსახლეობა გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ერად. მუშათა და გლეხთა პოლიტიკური და ეკონომიკური განათლება 50-იანი წლების დასაწყისში არა მარტო არ ჩამორჩებოდა, არამედ უსწრებდა იმ დროს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მუშათა და გლეხთა განათლების დონეს. საბჭოთა კავშირის მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა 41 მილიონი ადამიანით.


სტალინის დროს აშენდა 1500-ზე მეტი უმსხვილესი ინდუსტრიული ობიექტი, მათ შორის: დნეპროჰესი, ურალმაში, ХТЗ, ГАЗ, ЗИС, ქარხნები მაგნიტოგირსკში, ჩელიაბინსკში, ნორილსკშ, სტალინგრადში. ამავე დროს  დემოკრატიის ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აშენებულა ასეთი მასშტაბის არც ერთი საწარმო.


უკვე 1947 წელს სსრკ-ს საწარმოო პოტენციალი საბოლოოდ იყო აღდგენილი, ხოლო 1950 წელს, იგი ორჯერ და მეტად გაიზარდა ომამდელ 1940 წეთან შედარებით. ომის დროს დაზარალებულ  ვერც ერთმა ქვეყანამ ამ დროისათვის ვერ მიაღწია თუნდაც ომამდელ დონეს, მიუხედავად მძლავრი ფინანსური დახმარებისა აშშ-ს მხრიდან.


ფასები კვების ძირითად პროდუქტებზე  ომისშემდგომი 5 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ორჯერ შემცირდა, იმ დროს, როცა უმსხვილეს კაპიტალისტურ ქვეყნებში ეს ფასები გაიზარდა, ხოლო ზოგიერთში ორჯერ და მეტჯერ.


ეს მეტყველებს ქვეყნის გრანდიოზულ წარმატებაზე, რომელშიც სულ რაღაც ხუთი წლის წინ დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ომი და რომელიც ამ ომის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა!!!


ბურჟუაზიულმა სპეციალისტებმა 1945 წელს გააკეთეს ოფიციალური პროგნოზი, რომ საბჭოთა კავშირის მეურნეობა 1940 წლის დონეზე გასვლას შეძლებს მხოლოდ 1965 წელს - იმ შემთხვევაში, თუ აიღებდა უცხოურ სესხებს. სსრკ გავიდა ამ დონეზე 1949 წელს ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე.


1947 წელს საბჭოთა კავშირმა, ომის შემდეგ პირველმა ჩვენი პლანეტის ქვეყნებს შორის გააუქმა ბარათების სისტემა. ხოლო 1948 წლიდან ყოველ წელს - 1954 წლამდე - ამცირებდა ფასებს კვების პროდუქტებზე და ფართო მოხმარების საქონელზე. ბავშვთა სიკვდილიანობა 1950 წელს 2-ჯერ შემცირდა 1940 წელთან შედარებით. ექიმების რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზარდა. სამეცნიერო დაწესებულებების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა 50%-ით. და ა.შ.

მაღაზიებში უხვად იყო სხვადასხვა სახის სამრეწველო და საკვები პროდუქტები და არ არსებობდა ცნება დეფიციტისა. გასტრონომებში პროდუქტების არჩევანი გაცილებით ფართო იყო, ვიდრე თანამედროვე სუპერმარკეტებში. ახლა მხოლოდ ფინეთში შეიძლება გასინჯოთ ძეხვი, რომელიც იმ დროის საბჭოთა ძეხვს მოგაგონებს.  ქილები ხამანწკებით იყიდებოდა ყველა საბჭოთა მაღაზიაში. მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა წარმოების სამომხმარებლო საქონლისა და საკვები პროდუქტების  ხარისხი და მრავალფეროვნება თანამედროვე პროდუქტებზე გაცილებით მაღალი იყო. როგორც მოდაში ახალი ტენდენციები გამოჩნდებოდა ხოლმე, ისინი მყისიერად შეისწავლებოდა და სადღაც ორი თვის შემდეგ, მოდური საქონელი მრავლად იფინებოდა მაღაზიების თაროებზე.


მუშების ხელფასი 1953 წელს მერყეობდა 800-დან 3000 მანეთამდე და უფრო ზევით. მაღაროელებისა და მეტალურგების ხელფასი 8000 მანეთამდე აღწევდა. ახალგაზრდა ინჟინერ-სპეციალისტები 1300 მანეთამდე იღებდნენ. სკკპ რაიკომის მდივნის ხელფასი 1500 მანეთი იყო, ხოლო პროფესორებისა და აკადემიკოსების ხელფასი ხშირად  - 10000 მანეთზე მეტი.


ავტომანქანა „მოსკვჩი" 9000 მანეთი ღირდა, თეთრი პური (1 კგ) - 3 მანეთი, შავი პური (1 კგ) - 1 მანეთი, ძროხის ხორცი (1 კგ)- 12,5 მანეთი, თევზი - 8,3 მანეთი, რძე (1 ლიტრი) - 2,2 მანეთი, კარტოფილი (1 კგ) - 0მ45 მანეთი, ლუდი „ჟიგულიოვსკოე" (0,6 ლ) - 2,9 მანეთი, ჩითი (1 მეტრი) - 6,1 მანეთი. კომპლექსური სადილი სასადილოში 2 მანეთი ღირდა. საღამო რესტორანში ორ კაცზე, კარგი ვახშმითა და ბოთლი ღვინით - 25 მანეთი.


და ამ სიუხვისა და სიმდიდრის მიღწევა შესაძლებელი გახდა, 5,5 მილიონიანი, ყველაზე თანამედროვე იარაღით აღჭურვილი, მსოფლიოში საუკეთესო არმიის შენახვის მიუხედავად!


1946 წლიდან დაიწყო მუშაობა: ატომურ იარაღზე და ენერგეტიკაზე; სარაკეტო ტექნიკაზე; ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციაზე;  უახლესი გამოთვლითი ტექნიკისა და ელექტრონიკის  დანერგვაზე; კოსმოსურ ფრენებზე; ქვეყნის გაზიფიკაციაზე; საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.


მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური საბჭოთა კავშირში ექსპლუატაციაში შევიდა ერთი წლით ადრე, ვიდრე ინგლისში და 2 წლით ადრე, ვიდრე აშშ-ში. მხოლოდ სსრკ-ში იყო შექმნილი ატომური ყინულმჭრელი ხომალდები.


ამგვარად, სსრკ-ში მხოლოდ ერთ ხუთწლედში - 1946-დან 1950 წლის ჩათვლით - მსოფლიოს უმდიდრეს კაპიტალისტურ სახელმწიფოსთან სასტიკი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, გადაიჭრა სამი სოციალურ-ეკონომიკური საკითხი: 1) სახალხო მეურნეობის აღდგენა; 2) უზრუნველყოფილი იქნა მოსახლეობის ცხოვრების დონის მყარი ზრდა; 3) მოხდა ეკონომიკური გარღვევა მომავლისკენ.

და ახლაც კი ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ და მხოლოდ სტალინის მემკვიდრეობის ხარჯზე. მეცნიერებაში, მრეწველობაში, პრაქტიკულად ცხოვრების ყველა სფეროში.


აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი სტივენსონი ასეთ შეფასებას აკეთებდა, რომ თუ წარმოების ზრდის ტემპები სტალინის რუსეთში შენარჩუნებული იქნება, 1970 წლისთვის რუსული წარმოების მოცულობა 3-4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე ამერიკულის.


ჟურნალ „ნეიშნნლ ბიზნეს"-ის 1953 წლის სექტემბრის ნომერში ჰერბერტ ჰარისის სტატიაში „რუსები გვეწევიან" აღნიშნული იყო, რომ ეკონომიკური სიმძლავრის ზრდის ტემპები უსწრებს ნებისმიერ ქვეყანას და რომ ამჟამად სსრკ-ში ზრდის ტემპი 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ში.


1991 წელს საბჭოთა-ამერიკულ სიმპოზიუმზე, როდესაც ჩვენმა „დემოკრატებმა" დაიწყეს ჭიკჭიკი „იაპონურ ეკონომიკურ სასწაულზე", შესანიშნავი სილა გააწნა მათ იაპონელმა მილიარდერმა ხეროსი ტერავამამ: „თქვენ არ ლაპარაკობთ ძირითადზე, თქვენს წამყვან როლზე მსოფლიოში. 1939 წელს თქვენ, რუსები, ჭკვიანები იყავით, ხოლო ჩვენ, იაპონელები, სულელები. 1949 წელს თქვენ გახდით უფრო ჭკვიანები, ჩვენ ჯერ კიდევ სულელები ვიყავით. ხოლო 1955 წელს ჩვენ დავჭკვიანდით, თქვენ კი ხუთი წლის ბავშვებად იქეცით. მთელი ჩვენი ეკონომიკური სისტემა პრაქტიკულად თქვენგან არის გადმოღებული, მხოლოდ და მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან კაპიტალიზმია, კერძო მწარმოებლები და ჩვენ ზრდის 15%-ზე მეტისთვის არასდროს არ მიგვიღწევია, თქვენ კი საზოგადოებრივი საკუთრების პირობებში წარმოების ხარჯზე აღწევდით 30% და მეტს. ყველა ჩვენს ფირმაში გამოფენილია სტალინის პერიოდის ლოზუნგები".


მორწმუნე მშრომელთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ლუკა, სიმფეროპოლისა და ყირიმის არქიეპისკოპოსი, წერდა: „სტალინმა შეინარჩუნა რუსეთი. მან აჩვენა, რას ნიშნავს რუსეთი მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის და ამიტომ მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და რუსი პატრიოტი, მდაბლად ქედს ვუხრი ამხანაგ სტალინს".


არასდროს თავის ისტორიაში ჩვენს ქვეყანას არ განუცდია ასეთი დიდებული ცვლილებები, როგორც სტალინის ეპოქაში! მთელი მსოფლიო გამუდმებით თვალს ადევნებდა ჩვენს წარმატებებს! სწორედ ამიტომ ახლა სრულდება „ეშმაკის" ამოცანა - მეტი აღარასდროს არ დაუშვას სახელმწიფო ხელისუფლების სადავეებთან ადამიანები, რომლებიც თავიანთი შინაგანი ძალით, ზნეობრივი თვისებებით, სტრატეგიული აზროვნებით, ორგანიზატორული თვისებებით და პატრიოტიზმით იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მსგავსი იქნებიან.



მაგრამ სტალინის წინააღმდეგ აღვირახსნილი პროპაგანდის ოცდახუთმა წელმა მის ორგანიზატორებს არ მოუტანა გამარჯვება მკვდარ სტალინზეც კი. 

 

წყარო : wyaro
არქივი