geo_flag eng_flag rus_flag

როგორ განიკურნა მამაკაცი ნარკომანიისგან ფუტკრის შხამით
- +

8 ივლისი. 2016. 19:12


Medical express-ით ცნობილი გახდა ერთი საინტერესო ინფორმაცია: მამაკაცმა, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე მიეჩვია ნარკოტიკებს, რამდენიმეჯერ სცადა განკურნება. სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უშედეგოდ - ნარკოტიკებისადმი ლტოლვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.


ერთ დღეს 30 წლის ნარკომანს ხელში ჩაუვარდა სტატია, რომლის ავტორიც ფუტკრის კბენას ნარკოტიკული დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევდა და გადაწყვიტა, მისი ზემოქმედება საკუთარ თავზე გამოეცადა. მოძებნა ველური ფუტკრების ბინა და მას შემდეგ, როცა დოზის მიღების სურვილი აღეძვრებოდა, ფუტკარს ისვამდა ტანზე. ორი წლის ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო - ნარკომანი სრულიად განიკურნა. თანაც ახალი სპეციალობაც შეიძინა - მეფუტკრე გახდა.


 

არქივი