geo_flag eng_flag rus_flag

კომპოზიტორი, რომელმაც წამებში იცოდა მისი გარდაცვალების დრო
- +

8 ივლისი. 2016. 17:46


 

დაიძინო მშვიდად, როცა იცი რომ ეს ძილი სამარადისო იქნება... ყველა ქმედება წამებში გქონდეს გათვლილი, ესტუმრო მეგობარს მაინც,რომ არ დაარღვიო დღის ჩვეული რეჟიმი, როცა დაგირეკა და გაგაფრთხილა სახლში მისი არ ყოფნის შესახებ... და კიდევ, მომაკვდავსაც კი გაღელვებდეს ,,ხვალინდელი ხელსახოცის" მოწოდება მეგობრის მხრიდან, დღეს ხომ ხელსახოცი #4 უნდა გამოგეყენებინა... ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს, სიგიჟეა, მაგრამ ხელოვნების სახელით ყველა სიგიჟეს მოეძებნება ახსნა.

ლუიჯი ჩერუბინი - იტალიელი კომპოზიტორი, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. მას ბეთჰოვენი თავისი დროის უდიდეს შემოქმედად თვლიდა. მისი ბიოგრაფიის მოყოლაზე დროს არ დავკარგავ, პირდაპირ გადავალ მის ,,უცნაურ"  ჩვევებზე:

მის ოთახში ყველა ნივთს  ზუსტად გათვლილი ინტერვალი აშორებდა;  ასე მოწესრიგებული იყო მისი კარადაც. მისი ტანისამოსი,ყელსახვევები, ფეხსაცმელი... ერთმანეთთან ორი ინჩის დაშორებით; მის კარადაში ყოველთვის წინასწარ იყო გამზადებული იმ კვირის თითოეული დღის ტანსაცმელი;                                                                                     


ჩერუბინის თითოეული დღე ბრძანებასავით იყო გაწერილი:

1.დილის 8სთ. - საუზმე- ოთხი  პატარა ბისკვიტი და სამი ფინჯანი ყავა;

2.9:15 სთ-დან 12სთ-მდე სამუშაო მუსიკის 50 ტაეპის დაწერა;

3.ლანჩი;

4.1000 ნაბიჯის გადადგმა-ზუსტი,თანაბარი ნაბიჯებით(ნაბიჯის ზომა 16 ინჩი);

5.20-წთ-იანი წამოწოლა;

6.2 ფინჯანი ყავა ბისკვიტთან ერთად;

7. მუსიკის 30 ტაეპის დაწერა და სპეციალურად მოტოვებული დრო წიგნის 10 გვ-ის წასაკითხად.

8.ვახშამი-პატარა ნაჭრებად დაჭრილი პურის 16 ნაჭერი, ექვს ლუკმად დაჭრილი სოსისი, ორი ჭიქა ღვინო და ერთი ცალი ატამი(ატმის თანაბარ ნაჭრებად დაჭრაში ის დიდ შრომას დებდა)

 


ეს იყო ჩერუბინის ჩვეული რუტინა. ის საღამოს, ზუსტად 8 სთ-ზე იძინებდა და მაღვიძარას დახმარების გარეშე, ზუსტად, დილის 7 სთ-ზე იღვიძებდა. განსხვავდებოდა მხოლოდ კვირა დღე, რომელის მთავარი წესი მეგობრებთან სტუმრობა იყო 10სთ-ვის ლანჩამდე. ერთ დღეს, ჩერუბინს მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ სხვა ქალაქში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ კომპოზიტორმა არ დაარღვია კვირა დღის ჩვეული რუტინა და მაინც ესტუმრა მეგობრის სახლს. მან იქ ზუსტად იმდენი დრო დაჰყო, რამდენიც სხვა დღეებში.

შემდეგი სტუმრობის დროს, მისი მეგობარი ისე ავად დახვდა, რომ ჩერუბინი ვერც კი იცნო. ის კი მოთავსდა სავარძელში, როგორც ყოველთვის ისე, რომ ხმაც არ ამოუღია. როგორც კი საათმა 12-ს ჩამოჰკრა მეგობრის სახლი დატოვა.

 მოხუცებული კომპოზიტორი თავის უკანასკნელ მუსიკას წერდა, როცა ავად გახდა. მას მუშაობა არ შეუწყვეტია, სანამ სხეულის ტემპერატურა 42 გრადუსამდე არ აეწია.  შემდეგ ის ლოგინად ჩაწვა. ერთხელ, მეგობარს, რომელიც მას უვლიდა, სთხოვა ხელსახოცი მიეწოდებინა. მეგობარმა უჯრა გამოაღო და მას ხელსახოცი მიაწოდა.

,,არა! არა!"-სასწრაფოდ უთხრა ჩერუბინმა, შენ ხვალინდელი დღის ხელსახოცი მომაწოდე!

 






 

არქივი