geo_flag eng_flag rus_flag

პირველად იყო სიტყვა...
- +

8 ივლისი. 2016. 16:55


ოდესმე  გიფიქრიათ, როგორ ისწავლეს ადამიანებმა საუბარი? პატარები ადვილად იწყებენ ტიკტიკს, რადგან მათ ჩვენ ვასწავლით სიტყვებს... მაგრამ თუ ნჩვენს ირგვლივ არავინ ისაუბრებდა, როგორ ვისწავლიდით?? წლებია ვცდილობთ, ამ კითხვას პასუხი გავცეთ, მაგრამ დანამდვილებით არავინ ვიცით რა იყო პირველი სიტყვა და საიდან გაჩნდა...

წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ გამოქვაბულში მშობლებთან ერთად. გამოქვაბულის ჭერი და იატაკი იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ წელში გამართული სიარული იქ შეუძლებელია. ყოველთვის, როცა იღვიძებ და შენი ძირს დაფენილი ცხოველის ტყავიდან დგები, გავიწყდება, რომ ჭერს აუცილებლად მიარტყამ თავს. მამას კი აღარ შეუძლია ყოველდღე ამის ყურება და წარმოთქვა რაღაც სიტყვა, მაგალითად, - ,,ნუ", - შენ გაიღვიძე მეორე დილითაც და მამამ ისევ გაიმეორა ,,ნუ"... მესამე დღეს უკვე ამ სიტყვის გაგონებისას იცი, რომ ფრთხილად უნდა იყო... ეგ ერთი, და მეორე შემთხვევაში, მაგალითად, გახვედი მამასთან ერთად სანადიროდ და დაინახეთ გიგანტური ზომის ცხოველი, რომელიც შენთვის საფრთხეს წარმოადგენს. მამამ ამ შემთხვევაშიც იგივე გაიმეორა და კონკრეტულ სიტყვას მნიშვნელობა მიეცა. სიტყვები გაჩნდა იმიტომ, რომ აუცილებელი იყო ადამიანებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ როგორ იყვნენ, რა უჭირდათ, რისი გაკეთება იყო საჭირო...

   რაც შეეხება უცხო ენებს, შესაძლებელია ისინი გართობისთვის შეიქმნა. მაგრამ ალბათ ბუნებრივი მოვლენები -წვიმა, ქარი, ზღვის ტალღების ხმა და ა.შ. ყველგან ერთნაირია... შესაბამისად, მათ უნდა მივყავდეთ პირველ სიტყვებამდე, მაგრამ ქარის ზუზუნის გადმოცემა  ადამიანის  პირის აპარატისთვის რთული გადმოსაცემია. ალბათ ზოგიერთ ენაში ეს შესაძლებელიცაა... ვინ იცის...

ის კი ვიცით, რომ პირველად იყო სიტყვა...



 

არქივი