geo_flag eng_flag rus_flag

სახლი ძალიან მაღალ ხეზე
- +

6 ივლისი. 2016. 13:04


ხშირად, ჩვენს  ოცნებებს სხვები  იხდენენ... რასაც მოყვება ხან უფრო მეტი სტიმული, ხანაც შური...

ჩემი პირველი ოცნება, სკამზე ბევრი ფერადი ბუშტი გამომება და ღრუბლებში მეფრინა,პიტ დოქტერმა ,,მფრინავი  სახლი"-ში აიხდინა. ამ დროს არ შემშურდა, პირიქით, გამიჩნდა იდეა სახლს გამოვაბა ბუშტები...

კიდევ, ჯუნგლებში არასდროს მიცხოვრია, თუმცა  ბავშვობიდანვე მინდოდა მქონოდა სახლი ძალიან მაღალ ხეზე თოკის კიბით, რომელსაც მხოლოდ სასურველ სტუმრებს გადმოვუგდებდი...  ყოველთვის ვეძებ ისეთ ხეს, სადაც უფლება მექნება სახლის აშენების, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე...

ეს  ოცნება კი აფრიკაში მცხოვრებმა კაცმა ,,მომპარა". მან სახლი ძალიან მაღალ ხეზე აიშენა თავისი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით. ოჯახის წევრებს ძალიან დიდი კიბის ავლა უწევთ თუ რაიმე აუცილებელი ნივთი სახლში დარჩებათ. სამაგიეროდ, იქნებიან უსაფრთხოდ და შეეძლებათ ბუნების ულამაზესი ხედით დატკბობა... ჩვენ ხომ არაფერს წარმოვადგენთ ბუნების გარეშე...



ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

http://www.myvideo.ge/


 

არქივი