geo_flag eng_flag rus_flag

ტიტანიკი აისბერგს არ შეეჯახა?
- +

5 ივლისი. 2016. 17:52


1912 წლის 10 აპრილი საუთჰემპტონის   პორტი...

 დასავლეთისკენ მიმავალი უზარმაზარი საზღვაო ლაინერი...

გემის გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ დატრიალებული  ტრაგედია სახელად : ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა...

ეს ინფორმაცია საყოველთაოდ იყო აღიარებული, თუმცა ესორეიტერ-ის ცნობით,

"ტიტანიკი" აისბერგს არ შეჯახებია, მის ჩაძირვაში  უცხოპლანეტელების ხელი ურევია. მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ საბოლოოდ გამჟღავნდა საქმის მასალები, აღმოჩნდა, რომ ლაინერის ტრაგედია არ უკავშირდება აისბერგთან შეჯახებას. "ტიტანიკი", სავარაუდოდ, "ჭიის ხვრელში" მოხვდა, რომელიც უცხოპლანეტელებს უკავშირდება.

გამოცემის მიხედვით, "ტიტანიკის" შესახებ ყველაფერი დეტალურად და ამომწურავადაა აღწერილი ორნაწილიან დოკუმენტური ფილმში "ტიტანიკი. რეპორტაჟი იმქვეყნიდან".

ლაინერის ერთ-ერთი გადარჩენილი ანა უაიტი იხსენებს, რომ როდესაც ნავში სხვა დანარჩენ მგზავრებთან ერთად იჯდა, დაინახა ნათელი, უზარმაზარი მანათობელი ბურთი, რომელიც სამაშველო გემი "ჩარპატჰია" ეგონათ და მისკენ გაეშურნენ, მანათობელი სხეული უეცრად გაუჩინარდა, ხოლო მაშველები მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამოჩნდნენ.

უცნაურ ნათებასა  და გაუგებარ ობიექტებზე, რომლებიც წყლიდან ამოდიოდა და ცაში ქრებოდა, თითქმის ყველა გადარჩენილი საუბრობდა, რის შემდეგაც "ტიტანიკის" ტრაგედიის მასალები გაასაიდუმლოეს. გამოცემა კიდევ არანაკლებ უცნაურ ფაქტსაც აღნიშნავს, ამერიკელმა ასტრონომმა ჯორჯ ჰარისმა საბედისწერო დღეს, 1912 წლის 14 აპრილს ცაში დაინახა უზარმაზარი  ობიექტი, რომელიც უცხოპლანეტელთა ხომალდს წააგავდა და მთვარიდან დედამიწისკენ მოფრინავდა. ასევე, იმავე დღეს გვიან ღამით, ბელფასტელმა მეუღლეებმა სტენფილდებმა უზარმაზარი მანათობელი სხეული დაინახეს, რომელიც ზღვაში ჩაეშვა. ეს იმ დროს, როცა "ტიტანიკისთვის" საბედისწერო დრო დგებოდა.

 

 

ყველაზე მისტიკური კიდევ ერთი შემთხვევაა. მესამე კლასის მგზავრი ინგლისელი ვინი კოუტსი, რომელიც გემზე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მგზავრობდა ... დაიღუპა, თუმცა ის ათწლეულების შემდეგ, 1990 წელს ცოცხალი იპოვეს. ის ამტკიცებდა, რომ "ტიტანიკის" მგზავრი იყო და დეტალურად აღწერდა გემზე მგზავრობას. მიუხედავად ინისა, რომ მრავალჯერადი დაკითხვისას მისი დაბნევა სცადეს, წვრილმან დეტალებშიც კი არ დაუშვია შეცდომა.

კოუტსი ჯერ ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი დალასში, ,,ჩია"-ს საიდუმლო ბაზაზე გადაიყვანეს.

 

 

 

არქივი